„ჯადოსნური ღამე“ – საბავშვო სპექტაკლი, ზღაპრული ამბებით

4, 5, 6, 7, 8, 9,10,11 იანვარს, 13:00 და 15:00 საათზე, მოძრაობის თეატრი, საბავშვო სპექტაკლით „ჯადოსნური ღამე“,  პატარებს ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება.

თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპექტაკლში გადმოცემულია შეყვარებული წყვილების სხვადასხვა ისტორია. ბაღში ახლად გაცნობილ წყვილს დაკარგული შინაური ცხოველები უბრუნდებიან. ახალგაზრდა მეზობლებს კი  ერთმანეთი უყვარდებათ.
სპექტაკლის რეჟისორები არიან: იოსებ ბაკურაძე;  კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია;
როლებს ასრულებენ: ლაშა რობაქიძე, ჩიკა ოგი, მარიამ ლორია, ოლიკო ბარბაქაძე, გური ფოჩხუა.

მხატვარი: ანი მასხარაშვილი; ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები