ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა, კელი ნასიმენტომ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა.
როგორც ცნობილია, პელე წლების განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძოდა. ასევე, მას ჰქონდა თირკმელებისა და გულის პრობლემები.
ედსონ არანტეს დო ნასიმენტო – პელე საყოველთაოდ ფეხბურთის მეფედ არის აღიარებული.
ის ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (1958, 1962 და 1970 წლებში). მან სპორტული კარიერა 1977 წელს დაასრულა.