ნიკოლოზ სამხარაძე: პრეზიდენტისგან პროტოკოლის დარღვევაზე საუბარი ცოტა მიუღებელია, მას შემდეგ, რაც მან პარლამენტთან მიმართებაში ყოველწლიური მოხსენებისას გააკეთა

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან პროტოკოლზე საუბარი მიუღებელია.

მისი თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას ყველანაირი პროტოკოლი დაარღვია.

„ძალიან რთულია მისი განცხადებების ინტერპრეტირება, განსაკუთრებით ბოლო დროს, რამდენიმე დღეში 2 ისეთი ფაქტი მოხდა – ერთი ის, რომ ის არ დაესწრო ამბასადორეალს, პროტოკოლის დარღვევის მიზეზით. პროტოკოლის დარღვევაზე პრეზიდენტისგან საუბარი ცოტა მიუღებელია, მას შემდეგ, რაც მან გააკეთა პარლამენტთან მიმართებაში წელს ყოველწლიური მოხსენების დროს და მინდა შევახსენო მას, რომ ყველანაირი პროტოკოლი დაარღვია ყოველწლიური მოხსენებისას ისე, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც კი არ ჩააყენა საქმის კურსში. საზოგადოებამ რომ იცოდეს, პრეზიდენტს ჰქონდა გამოყოფილი ცენტრალური ადგილი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, ეს იყო პროტოკოლური დარღვევა რაზეც გვესაუბრებიან. მეორე დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს მას ვინმე ემუქრება, არავინ მას არ ემუქრება და ჩვენ ვერც ვერაფერს “ვუზამთ” მას თუ ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას გადაწყვეტს, ეს არის მისი პრეროგატივა. ეს მხოლოდ მორალური საკითხია და არა იურიდიული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ „ღამის კურიერში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები