გია ვოლსკი: არც ჰუმანიტარული, არც ადამიანური, არც მორალური ნაწილი არ არის საფუძველი, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს

არც ჰუმანიტარული, არც ადამიანური, არც მორალური ნაწილი არ არის საფუძველი, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი, რაც პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ესაა საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი.

„სამართლებრივ ნაწილზე სასამართლო აგებს პასუხს. რაღაც დეტალებზე კამათი და არგუმენტების მოყვანა შეიძლება, მაგრამ დღეს გამოვიდა ის ხალხი, რომელთაც, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადათ. ამ ეტაპზე სწორედ ამას სჭირდება პასუხი და ვრცელი განმარტება. ამ ადამიანმა ადამიანები აწამა და მმართველობის თუ ადამიანური ურთიერთობების ყველანაირი ნორმა დაარღვია. მის მიერ გაკეთებული განცხადებები გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ესაა საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო კრიმინალი“ გაიმართა. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა: „ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში?“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები