მიხეილ სარჯველაძე: თუ პრეზიდენტი ფიქრობს, სააკაშვილი შეიწყალოს, უნდა გაითვალისწინოს, რომ იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით მას დანარჩენი 9 000 პატიმრისთვის მოუწევს პასუხის გაცემა

თუ პრეზიდენტი ფიქრობს, სააკაშვილი შეიწყალოს, უნდა გაითვალისწინოს, რომ იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით მას დანარჩენი 9 000 პატიმრისთვის მოუწევს პასუხის გაცემა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უსაგნოა განცხადება იმის შესახებ, ვინ რას აკეთებდა 2007 წელს თუ რომელიღაც სხვა წელს.

„შეურაცხმყოფელია ის, რომ აქციაზე შეკრებილები ვიღაცის დაძახილზე დადიან და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. არ არის ეს ის ხალხი, ასეთ მიდგომას და ასეთ განცხადებებს რომ იმსახურებდეს. ერთი მხარისგან ნათქვამს შეიძლება, ზეწოლად აღიქვამდეს, ხოლო მეორე მხარისგან ნათქვამს ასე არ მიიჩნევდეს. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. უსაგნოა განცხადება იმის შესახებ, ვინ რას აკეთებდა 2007 წელს თუ რომელიღაც სხვა წელს. თუ კრიტიკას იმის გამო ვიღებთ, რომ ხელისუფლებას მოსამართლის მოხსნის უფლება არ აქვს, ეს ჩვენი გამარჯვებაა. თუ ის ფიქრობს, სააკაშვილი შეიწყალოს, უნდა გაითვალისწინოს, რომ იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით მას დანარჩენი 9 000 პატიმრისთვის მოუწევს პასუხის გაცემა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო კრიმინალი“ გაიმართა. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა: „ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში?“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები