ირაკლი ხმალაძე: მეცინება, რატომ უწოდეს ამას “რუსული სოფელი”, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში

ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას “რუსული სოფელი”, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

“ვინ ვის უკითხავს მორალს არ ვიცი, მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია. ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფელი ევროპაში, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, მან შეიძლება გააკეთოს შეფასება. მე წარმოდგენა არ მაქვს”, – აცხადებს ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი სასახლის კარებთან, პრეზიდენტის რეზიდენციასთან „რუსული სოფელია“ მოწყობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები