ესპანეთი წელიწადში 2000-ზე მეტ უკრაინელ ჯარისკაცს გადაამზადებს

ესპანეთი ყოველწლიურად, დაახლოებით 2,4 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადებას გეგმავს.

ამის შესახებ სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ უკვე 2023 წლის იანვრიდან იგეგმება 400-მდე უკრაინელი სამხედროსთვის როტაციული წვრთნების ჩატარება, ორ თვეში ერთხელ (წელიწადში 2400 სამხედრო) საბაზისო მომზადების ფარგლებში.

მოხდება ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურების სწავლება, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების წინააღმდეგ ბრძოლა, სროლის და პარასამედიცინო მომზადება.

სამინისტროს განცხადებით, წელს ესპანეთის მთავრობამ პოლონეთის გავლით, უკრაინაში 40-ზე მეტი მიწოდება განახორციელა, მათ შორის იყო ჰუმანიტარული დახმარება, სამხედრო ტექნიკა, სამხედრო აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორები, მსუბუქი ყველგანმავალი მანქანები და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ნოემბერში ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდში, თითქმის 270 მილიონი ევრო გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები