სალომე ზურაბიშვილი – სააკაშვილის საკითხის ირგვლივ კამათში ქვეყანა იძირება და ეს ორივე მხარეს აწყობს

“უკვე ერთი წელია, მანამდეც ამაში ვცხოვრობდით ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული – მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში. სხვა თემა არ არსებობს. სხვა თემის აწევა შეუძლებელია”,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა იძირება.

“ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ. ორივე მხარეს აწყობს. ერთს ალბათ იმიტომ, რომ დღეს თავიანთ სხვა გეგმებს ვერ ხედავენ და მეორეს ალბათ იმიტომ, რომ პასუხი არ აქვთ გასაცემი კითხვებზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. მე არ ვიცი ამაში რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია. ამდენი წელია ვერ გამიცნეს. მიუღებელია ინსტიტუტზე ზეწოლა, ბულინგი. არვიცი სად არიან არასამთავრობოები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები