პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – სააკაშვილის შეწყალების საკითხზე: სალომე ზურაბიშვილი თავის სათქმელს თავად იტყვის

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი თავის სათქმელს თავად იტყვის.

„ამ საკითხზე პრეზიდენტის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ. პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. პრეზიდენტმა თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა და მის ნაცვლად, პასუხს ვერ გაგცემთ. პრეზიდენტი თავის სათქმელს თავად იტყვის“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები