კახა კალაძე: ირაკლი ნადირაძემ იაფფასიანი პერფორმანსი მოაწყო და ამისთვის აუცილებლად 500 რუბლით დაჯილდოვდება დღეს საღამოს ლაკა ხოშტარიასგან

ირაკლი ნადირაძემ იაფფასიანი პერფორმანსი მოაწყო და ამისთვის აუცილებლად 500 რუბლით დაჯილდოვდება დღეს საღამოს ლაკა ხოშტარიასგან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ირაკლი ნადირაძის ქმედების კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე მერისთვის ხელბორკილების გადაცემა სცადა.

ნადირაძის ქმედებას უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ პარლამენტის დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა მასთან ხელბორკილები გამოატანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები