შალვა პაპუაშვილი: აღარავინ საუბრობს სააკაშვილის პოლიტმატიმრობაზე, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ დამნაშავეა

სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი სიყალბის და ტყუილ-მართლის არევა ხდება ერთმანეთში. ვნახეთ, მათ შორის, მისი ადვოკატები, რომლებიც ტყუილს ავრცელებენ მის მოწამვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღარავინ საუბრობს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი და უდანაშაულოა, მისი თანაგუნდელებიც კი.

„საბოლოო ჯამში მთელი მუხანათობა ამ დეზინფორმაციული კამპანიის იმაში მდგომარეობს, რომ გადაჭრით თითქოს არაფერს ამბობენ და დაბნეულობა შემოაქვთ საზოგადოებაში. მაგალითად: დილით იტყვიან რომ მოწამლეს, საღამოს სააკაშვილი ამას უარყოფს, მეორე დღეს სააკაშვილი გაუგზავნის რუს ბლოგერს, რომ ის მოწამლეს, მეორე დღეს ადვოკატი ამას უარყოფს. საბოლოო ჯამში, ამით აბნევენ საზოგადოებას, იმისთვის, რომ ის დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადი გახადონ და შემდეგ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გაუჩინონ ეჭვი. ამას უკვე 450 დღეა ვაკვირდებით და არაფერი შეცვლილა, ერთადერთი რაც შეიცვალა არის ის, რომ აღარავინ საუბრობს მის პოლიტმატიმრობაზე, იმიტომ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ დამნაშავეა ეს ადამიანი. მისი თანაგუნდელებიც კი აღარ ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები