ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვეცდებით, იანვარში მივაღწიოთ კონსენსუსს სახალხო დამცველის კანდიდატსა და იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, იანვარში მივაღწიოთ კონსენსუსს სახალხო დამცველის კანდიდატთან და ასევე, იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხებზე შეთანხმება ოპოზიციის არაკონსტრუქციულობის მიზეზით ვერ მოხერხდა.

„ჩვენ, ყველა პუნქტი შევასრულეთ, სადაც ცალმხრივად შეგვეძლო პასუხისმგებლობის აღება – ეს იყო კანონების მიღება, ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული, ორ კანონთან დაკავშირებით მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით. იქ, სადაც ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას, ის პუნქტები ვერ შესრულდა, ეს ეხება თანამდებობის პირების არჩევას, იქ ოპოზიციის კონსტრუქციული მიდგომა იყო საჭირო, რაც სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ. თუმცა, გაგრძელდება ძალისხმევა და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, იანვარში მივაღწიოთ კონსენსუსს სახალხო დამცველის კანდიდატთან და ასევე, იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები