ჩინეთი ტურისტებისთვის კარანტინის გავლის მოთხოვნას აუქმებს

ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიუხედავად, 2023 წლის 8 იანვრიდან ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლისას კარანტინის გავლა სავალდებულო აღარ იქნება.​

Reuters-ის ცნობით, ამავე ვადაში მოიხსნება მგზავრების რაოდენობის შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე.

ამასთან, ჩინეთში შესულ მოგზაურებს მაინც მოეთხოვებათ PCR ტესტის გავლა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე.

ამავდროულად, ქვეყანა შეამცირებს COVID-19-ზე რეაგირების სტატუსს ნაკლებად მძიმე B კატეგორიამდე, ამჟამინდელი უმაღლესი A კატეგორიიდან, რადგან, მიიჩნევა, რომ დაავადება გახდა ნაკლებად ვირუსული და რესპირატორულ ინფექციაში გადადის.

გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლება პირობას დებს, რომ გააუმჯობესებს უცხოელებისთვის ჩინეთში ჩასვლის პირობებს, მაგალითად, სამუშაოდ და ბიზნესისთვის, ასევე გაამარტივებს საჭირო ვიზების გაცემას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები