ირაკლი კობახიძე – სააკაშვილზე: სჯობს დღეს კონცენტრირებულები ვიყოთ მთლიანად იმ საკითხებზე, რომლებიც ქართულ საზოგადოებას აინტერესებს
“მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი. აქედან გამომდინარე, ჯობს დღეს კონცენტრირებულები ვიყოთ მთლიანად იმ საკითხებზე, რომლებიც ქართულ საზოგადოებას აინტერესებს”,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას: ეშინია თუ არა ხელისუფლებას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
კობახიძის თქმით, საზოგადოებას აინტერესებს ეკონომიკა, განათლება და სხვა საკითხები.
„დღეს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას. მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი. აქედან გამომდინარე, სჯობს დღეს კონცენტრირებულები ვიყოთ მთლიანად იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას – ეს არის ეკონომიკა, ეს არის განათლება, ეს არის სხვა საკითხები, რომელზეც დღეს პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა”,- აღნიშნა კობახიძემ.