რუსეთში თოვლის ბაბუა, წესის დარღვევით ბავშვების გადაყვანისთვის დააჯარიმეს
რუსეთის ქალაქ ჩიტაში „ტოიოტას“ მარკის მანქანის მძღოლი დააჯარიმეს, რომელსაც ბავშვების გადასაყვანად თოვლის ბაბუის მარხილი ჰქონდა მიბმული.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მისაბმელში თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და არასრულწლოვანი მგზავრი იყოფებოდა.
მძღოლს ბავშვების გადაყვანის მოთხოვნის წესის, კერძოდ, “მანქანის სალონის გარეთ ადამიანების გადაყვანის”წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრა.