ზესტაფონი მთავარი სადღესასწაულო ღონისძიების მოლოდინშია
საქართველოს პრემიერ – მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე 6 იანვარს ზესტაფონში ანსამბლი „შვიდკაცა“, ნოდარიკო ხუციშვილი და ჯემ სესიის ბენდი იმღერებენ.
მთავარი საახალწლო კონცერტი ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცე. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, სადაც მოხდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა.
ღონისძიების ადგილი: ზესტაფონის ცენტრალური მოედანი საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00 14:00-19:00 – – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი 14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები 14:00-18:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა ბავშვებისშეხვედრა თოვლის ბაბუასთან 15:00-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი 17:30 -19:00 – ანსამბლი „შვიდკაცა“ ნოდარიკო ხუციშვილი და ჯემ სესიის ბენდი 19:00 – საზეიმო ფოიერვერკი საახალწლო დღეების აღნიშვნა ზესტაფონში 21 დეკემბრიდან ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიით დაიწყო.
24 დეკემბერს, ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საახალწლო სოფელი და სხვადასხვა სახის გასართობი შოუ პროგრამა პატარებისთვის. 31 დეკემბერს 22 : 00 საათიდან ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე ბენდი „ბრაუნი“, სოლო შემსრულებლები: დათუნა მგელაძე და მარიამ მამისმედიშვილი იმღერებენ. სადღესასწაულო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.