„ჩვენმა ხელისუფლებამ თანმიმდევრული პოლიტიკით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, რეფორმების განგრძობადობით შექმნა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ქვეყნის ეროვნული მიზნების, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – ელჩების კონფერენცია 2022-ის გახსნაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ევროკავშირი და ევროპელი მეგობრები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.
“ამ კუთხით გამოწვევებით აღსავსე 2022 წელს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის უპრეცენდენტო მოვლენა, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. დღეს ევროკავშირი და ჩვენი ევროპელი მეგობრები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. ევროპული საბჭოს მიერ 23 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, ეს არის მოცემულობა, რომლისთვისაც ქართული დიპლომატია მრავალი წელი იბრძოდა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.