იაპონიაში დიდთოვლობას, სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში დიდთოვლობის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 17-მდეა გაზრდილი, 110 დაშავდა.
ინფორმაციას სახანძრო დეპარტამენტზე დაყრდნობით Fuji TV ავრცელებს.
იაპონიის ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეში 17 დეკემბრიდან თოვს.
დღეს, იამაგატას პრეფექტურაში თოვლის საფარი 169 სანტიმეტრს შეადგენს.
დიდთოვლობამ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ნიიგატას პრეფექტურაში, თითქმის 1000 აბონენტი უკვე მეცხრე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.