ხერსონზე რუსული თავდასხმის შედეგად ორი საავადმყოფო დაზიანდა

რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონზე განხორციელებული გუშინდელი თავდასხმის შედეგად ქალაქის ორი საავადმყოფო დაზიანდა. აღნიშნულ ობიექტებში ოკუპანტების იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშევიჩმა Telegram-ზე გააკეთა.

„რაშისტები ხერსონის ოლქის საავადმყოფოებზე შეტევებს კვლავ აგრძელებენ. ეს არის მიზანმიმართული ტერორისტული თავდასხმები ობიექტებზე, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დახმარებას უწევენ. გუშინ მტერმა ხერსონში ორ სამედიცინო დაწესებულებას დაარტყა“, – წერს იანუშევიჩი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსულმა ჯარებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 64 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები