შარლ მიშელი მომხრეა, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა შეუჩერდეს

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მხარს უჭერს ისეთი მექანიზმის შემუშავებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში წევრობას შეუჩერებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შარლ მიშელმა RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, საერთაშორისო სამართალში არის ხარვეზი, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ამ შემთხვევაში რუსეთი, გამომწვევად არღვევს საერთაშორისო კანონს. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას გაწევრიანების შეჩერების მექანიზმი: მე არ ვსაუბრობ რუსეთის სრულ გარიცხვაზე, მაგრამ, სულ მცირე, რუსეთის უშიშროების საბჭოში წევრობის შეჩერებაზე“, – აღნიშნა მიშელმა.

მანვე დასძინა, რომ მომავალში გაეროს სისტემის რეფორმა სავალდებულო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები