ისრაელის დაზვერვა: ირანი რუსეთში იარაღის მიწოდების გაზრდას გეგმავს
ისრაელის დაზვერვის დირექტორის, დევიდ ბარნეას თქმით, ირანი ცდილობს რუსეთისთვის მოწინავე იარაღის მიწოდება გააფართოოს.
ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
„გაფრთხილებთ ირანის შემდგომ განზრახვებზე, რომელთა დამალვასაც ცდილობენ – გააღრმაონ და გაზარდონ რუსეთში მოწინავე იარაღის მიწოდება, გააფართოონ ურანის გამდიდრების პროექტი და გააძლიერონ თავდასხმები რეგიონში ისრაელისადმი მეგობრულ მუსულმანურ ქვეყნებზე“, – განაცხადა ბარნეამ.
“მოსადის” ხელმძღვანელის განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც შეერთებულმა შტატებში დეკემბერში, შეშფოთება გამოთქვეს თეირანსა და მოსკოვს შორის “სრულმასშტაბიანი თავდაცვითი პარტნიორობის” შესაძლებლობის შესახებ.
ირანში განაცხადეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გასაფართოებლად „არავის ნებართვა არ სჭირდებათ”.