პაკისტანის დედაქალაქში აფეთქება მოხდა
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Geo TV ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მომხდარის შედეგად 4 ძალოვანი დაშავდა
ტელეარხს პოლიციაში წყარომ უთხრა, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ მანქანა შემოწმებისთვის გააჩერა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.