„პოლონეთი და იტალია ევროკავშირის ბიუროკრატიით დაიღალნენ“ – მატეუშ მორავეცკი

Warszawa, 20.12.2022. Premier Mateusz Morawiecki na konferencji prasowej po zakoñczonym posiedzeniu Rady Ministrów, 20 bm. w siedzibie Kancelarii Prezesa Rady Ministrów w Warszawie. (ad) PAP/Andrzej Lange

პოლონეთი და იტალია ევროკავშირის ბიუროკრატიით დაიღალნენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს „ევროკავშირის განახლება სურთ“.

„სამშობლოთა ევროპა და არა ევროპული სუპერსახელმწიფო. ჩვენ ორივე ვეთანხმებით ამას. პოლონელებს და იტალიელებს მობეზრდათ ევროპული ბიუროკრატიის დიქტატები და სურთ ნამდვილი დემოკრატია. ჩვენ გვინდა, განვაახლოთ ევროკავშირი მის სადამფუძნებლო პრინციპებთან დაბრუნებით“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც იტალიასა და პოლონეთს საერთო პოზიცია აქვთ, უკრაინის მხარდაჭერაა.

„ვლადიმერ პუტინის ნეოიმპერიალისტური პოლიტიკა სერიოზული საფრთხეა არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები