ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს ზამთარი, უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი. მთავარი ჰუმანიტარული საკითხი გადარჩენის საკითხია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, რასაც აკეთებს უკრაინელი ხალხის, ევროპისა და თავისუფალი მსოფლიოს წინააღმდეგ.
„ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს ზამთარი, უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი. მთავარი ჰუმანიტარული საკითხი გადარჩენის საკითხია. ჩვენ ვიხილავთ სანქციებს და სამართლებრივ ზეწოლას ტერორისტულ ქვეყანას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, რასაც აკეთებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ და თავისუფალი მსოფლიოს წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გაგვაჩნია მშვიდობის ფორმულა, კონკრეტული ნაბიჯები,რა უნდა გააკეთოს ამერიკამ ჩვენს დასახმარებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.