უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, მათთან ერთად, ვინც უკრაინას უჭერს მხარს, იბრძვის „ტირანიის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის“.
„ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის ამ ტირანიის წინააღმდეგ, რაც რეალურია და ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ნამდვილად მინდა, რომ ერთად გავიმარჯვოთ. უფრო სწორად, კი არ მინდა, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.