„თქვენ არასდროს დარჩებით მარტო“ – ბაიდენი ზელენსკის

Ukrainian President Volodymyr Zelenskyy listens as speaks President Joe Biden during a news conference in the East Room of the White House in Washington, Wednesday, Dec. 21, 2022. (AP Photo/Andrew Harnik)

თქვენ არასდროს დარჩებით მარტო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელებისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელონ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსმენა, რადგან ომი უკვე 300 დღეზე მეტია გრძელდება და უკრაინელი ხალხი და ზელენსკის ხელმძღვანელობა მათთვის შთაგონების ნაწილია.

„ახალი წლის დადგომისას მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა ხალხმა და მსოფლიომ პირდაპირ გაიგოს თქვენგან, ბატონო პრეზიდენტო, გაიგოს უკრაინის ბრძოლისა და 2023 წლამდე ერთად დგომის აუცილებლობის შესახებ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის ლიდერი მიესალმა უკრაინელებს „აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციისთვის“.

„უკრაინის ბრძოლა უფრო დიდი რაღაცის ნაწილია. აღუდგეს მოძალადეებს, აღუდგეს თავისუფლებისთვის, აი, ვინ ვართ ჩვენ, როგორც ამერიკელები“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უკრაინას 374 მილიონ დოლარზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის.

გარდა ამისა, ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 1.8 მილიარდი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, რომელიც მოიცავს Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები