“ჩვენ ბევრი გვაქვს განსახილველი” – ბაიდენი ზელენსკის ვიზიტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს ვაშინგტონამდე კარგი ფრენა უსურვა.

ამის შესახებ ბაიდენმა “ტვიტერში” დაწერა.
“ვოლოდიმირ, ვიმედოვნებ, რომ ფრენა კარგად ჩაივლის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოხვალთ. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს განსახილველი”, – წერს ბაიდენი.

ზელენსკის და ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მედიის ცნობით, უკრაინის ლიდერი შეერთებულ შტატებში პოლონეთიდან ამერიკული თვითმფრინავით გაემგზავრება. მასთან ერთად უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები