რუსულ არმიას 2023 წელს დამატებით “კინჟალისა” და “ცირკონის” ჰიპერბგერითი სისტემებით მოამარაგებენ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2023 წელს რუსეთის არმიისთვის “კინჟალისა” და “ცირკონის” ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემების მიწოდება გაიზრდება.
ამის შესახებ მან უწყების გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე თქვა, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.
“გაზარდეთ 2023 წელს მაღალი სიზუსტის ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემების “კინჟალის” და “ცირკონის” მიწოდება. გააგრძელეთ მუშაობა სხვა პერსპექტიულ მოდელებზე”, – თქვა შოიგუმ.
ასევე, მისივე თქმით, არმია დამატებით მიიღებს 22 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს „იარს“, „ავანგარდს“ და „სარმატს“.