რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკი ეტაპობრივად, 18-დან 21 წლამდე გაიზრდება – შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ საჭიროა შეიარაღებულ ძალებში გაწვევის ასაკი, ეტაპობრივად 18-დან 21-წლამდე გაიზარდოს.
ამის შესახებ მან თავდაცვის უწყების საბჭოს სხდომაზე თქვა.
„შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებისას ეტაპობრივად გაიზარდოს მოქალაქეთა გაწვევის ასაკი 18-დან 21 წლამდე, ხოლო ლიმიტი – 30 წლამდე. მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, მიეცეთ მათ შესაძლებლობა, კონტრაქტით მსახურების პირველივე დღიდან, შევიდნენ სამხედრო სამსახურში“, – განაცხადა შოიგუმ.
ასევე, ჯარის რეფორმირების ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გასცა განკარგულება გაიზარდოს არმიის რაოდენობა 1,5 მილიონამდე, კონტრაქტორების – 695 ათასამდე.
“2023 წლის ბოლომდე, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 521 ათას ადამიანამდე უნდა გაიზარდოს. ნატოს სურვილის გათვალისწინებით, რუსეთის საზღვრებთან სამხედრო პოტენციალი განავითაროს, ასევე გააფართოვოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე, საჭიროა საპასუხო ზომები, რომ შეიქმნას ჯარების შესაბამისი დაჯგუფება ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში“, – თქვა შოიგუმ.
გარდა ამისა, მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას შეიარაღებული ძალების ორი სახეობათაშორისი სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანება – მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქები.
ასევე, სამინისტროს ხელმძღვანელმა გასცა განკარგულება სამხედროების გაწვევის ოფისების ციფრული ტრანსფორმირება მოხდეს.