რატი იონათამიშვილი: ოპოზიციას სურს, რომ მათი გავლენის ქვეშ მყოფი სახალხო დამცველი გვყავდეს
“ჩვენი მიზანია, არჩევანი ღირებულებების სასარგებლოდ გავაკეთოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ომბუდსმენის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას სურს, რომ ქვეყანას მათი გავლენის ქვეშ მყოფი სახალხო დამცველი ჰყავდეს.
“მათი განცხადებები იმას ემსახურებოდა, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესისთვის რამენაირად ზიანი მიეყენებინათ. ამის მიუხედავად, კენჭისყრამდე იმის მოლოდინი რჩება, რომ, საბოლოოდ, არჩევანი ღირებულებების სასარგებლოდ გაკეთდება და შეთანხმება მოხდება. სხვა გადაწყვეტილებას პასუხს საზოგადოება გასცემს, რადგან კარგად იცის, ვის რა სურვილი აქვს სახალხო დამცველთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, არჩევანი ღირებულებების სასარგებლოდ გავაკეთოთ, ოპოზიციას სურს, რომ მათი გავლენის ქვეშ მყოფი სახალხო დამცველი გვყავდეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.