ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალეს

“თალიბანმა” ავღანელ ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება წაართვა.

როგორც ავღანეთის განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, უნივერსიტეტებში ქალების სწავლის აკრძალვა ძალაში განუსაზღვრელი ვადით, დაუყოვნებლივ შედის.

ამის შესახებ BBC წერს.

2020 წელს “თალიბებმა” გოგონებს საშუალო სკოლებში სიარული აუკრძალეს. მიმდინარე წლის მარტში კი “თალიბანი” ამ გადაწყვეტილების გამო უცხოეთის მთავრობებმა გააკრიტიკეს და ავღანეთში გამოაცხადეს, რომ შესაძლოა, სკოლები გოგონებისთვის გაეხსნათ, თუმცა, დღემდე ეს არ გაუკეთებიათ.

მას შემდეგ, რაც ავღანეთის მთავრობაში “თალიბანი” მოვიდა, უნივერსიტეტებში ქალებისა და კაცებისთვის ცალ-ცალკე სწავლის პრინციპი დანერგეს, ასევე, შენობებში ქალებში ცალკე შესასვლელი დააწესეს.

ამასთან, ქალების მასწავლებლობა მხოლოდ ქალებს ან გარკვეული ასაკის მამაკაცებს შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები