ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას იუსტიციის სახლში გაივლიან
იუსტიციის სახლსა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იუსტიციის სახლი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განიმტკიცონ და კარიერა იუსტიციის სახლში სწორედ სტაჟირებით დაიწყონ.
ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლობჯანიძემ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა ზაზა რუხაძემ მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდა.
ლაშა ლობჯანიძემ ახალგაზრდებს იუსტიციის სახლის მოქმედი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.