რატი იონათამიშვილი: კონსულტაციების პროცესი აჩვენებს მხარეთა პასუხისმგებლობიან ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით
“ეს პროცესი აჩვენებს მხარეთა პასუხისმგებლობიან ან უპასუხისმგებლო მიდგომასა და დამოკიდებულებას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე პარლამენტში მიმდინარე კონსულტაციებს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის არჩევისას მთავარია ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა – კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და კვალიფიკაცია.
„ეს პროცესი აჩვენებს მხარეთა პასუხისმგებლობიან ან უპასუხისმგებლო მიდგომასა და დამოკიდებულებას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ანუ, ვინ უდგება ამ საკითხს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით და ვინ ვიწროპოლიტიკური და პარტიული ინტერესებით. ეს არის მთავარი, რაც ამ პროცესში ხდება და ამას ჩვენი საზოგადოება შეამჩნევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფავორიტებზე, როგორც პერსონალიებზე საუბარი არ უნდა იყოს. ფავორიტი შეიძლება, ჩვენთვის იყოს ღირებულებები და აქ არის 3 მთავარი კრიტერიუმი: ეს არის კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და კვალიფიკაცია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ომბუდსმენობის კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები დღეს გაგრძელდება.