ოკუპირებული აფხაზეთი მინსკში “აფხაზეთის სავაჭრო სახლის” გახსნას გეგმავს

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ბელარუსთან ურთიერთქმედების ფართო პოტენციალის რეალიზება შეუძლიათ, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან, ვაჭრობასა და კულტურულ თანამშრომლობასთან.

ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელმა, ოლეგ ბარციცმა, მიკსვში “ლივადიას” მერვე ჩრდილოეთ ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლობა მინსკში “აფხაზეთის სავაჭრო სახლის გახსნას გეგმავს”.

“დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთისა და ბელარუსის ხალხი, ბიზნესწრეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში შეძლებენ ნაყოფიერი თანამშრომლობის დამყარებას ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში”, – განაცხადა ბარციცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები