დავით მათიკაშვილი – წყალქვეშა კაბელის პროექტზე: ჩვენი ქვეყნისთვის ამას ეპოქალური მნიშვნელობა აქვს

“ალბათ არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მას ეპოქალური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ის უზრუნველყოფს როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ასევე მისი როგორც ენერგოჰაბის ფუნქციის დამაკავშირებელს სამხრეთ კავკასიისა და ევროკავშირისა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები