გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს კომიტეტის საქმიანობის შედეგები და 2023 წლის პრიორიტეტები გააცნო

გაეროს ახალგაზრდების საკითხზე მომუშავე თემატური ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე 2023 წლის პრიორიტეტები მიმოიხილეს. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

მან შეხვედრაზე სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები და 2023 განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეპუტატმა მონაწილეებს ახალგაზრდობის პოლიტიკის სფეროში 2023 წელს დაგეგმილი საკანონმდებლო და საზედამხედველო მიმართულებით განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. მან, ასევე ისაუბრა დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით აღნიშნა კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული სამუშაო ჯგუფის წარმატებული საქმიანობა.
გივი მიქანაძე თავის მოხსენებაში, მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკისა და სერვისების გაუმჯობესების საკითხსაც შეეხო. მონაწილეებს მან მიაწოდა ინფორმაცია მომდევნო წლის განმავლობაში დაგეგმილ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივ ვიზიტებზე რეგიონებში, რომლის ფარგლებში ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი დეპუტატი და დარგობრივი სამინისტროს კურატორი, მინისტრის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდებიან. ამ ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს მუნიციპალურ დონეზე, ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის ადვოკატირებას.
გაეროს ახალგაზრდების საკითხზე მომუშავე თემატური ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე გივი მიქანაძე გამოვიდა ინიციატივით – საფუძველი ჩაეყაროს ყოველწლიურ ეროვნულ ახალგაზდრულ ფორუმს, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს. გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოხატა ამ ღონისძიების გამართვის მხარდაჭერის მზაობა.
შეხვედრას გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციის, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, სამოქალაქო სექტორის და ახალგაზდრობაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები