რატი ბრეგაძე: უღირსი საქციელის ჩამდენს უნდა მოექცე ღირსეულად – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების შვილებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს ყველა სხვა ბავშვთან ერთად

უღირსი საქციელის ჩამდენს უნდა მოექცე ღირსეულად – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების შვილებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს ყველა სხვა ბავშვთან ერთად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი პოლიტიკური გუნდი თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ადამიანის ღირსებაზე და ღირსება, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ, მათ შორის, უღირსი საქციელის ჩამდენს უნდა მოექცე ღირსეულად. სწორედ ამიტომ მე ბევრს არ გავამახვილებ ამ საკითხზე ყურადღებას და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების შვილებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს ყველა სხვა ბავშვთან ერთად. ასევე, ვუსურვებ მშვიდობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები