სალომე სამადაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზი მანდატურების დახმარებით დაატოვებინეს
ფრაქცია „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაატოვებინეს. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებას, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა, არ დაემორჩილა.
“მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, იუსტიციის მინისტრი წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი ნაწამები პატიმრის შესახებ განჩინებას კითხულობდა, რა დროსაც სალომე სამადაშვილმა მას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს რამდენჯერმე მისცა შენიშვნა, რომ ადგილიდან მიკროფონის გარეშე საუბრისგან თავი შეეკავებინა. სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და დეპუტატს მანდატურის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.