ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან გაშვებული 60-ზე მეტი რაკეტა – რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, რუსეთმა დღეს 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

მისი თქმით, მასიური სარაკეტო შეტევა განხორციელდა მიწიდან, ჰაერიდან და ზღვიდან.

იგნატის განმარტებით, ტრადიციულად, ჰაერიდან გაშვებულია “Kh-555” და “Kh-101” რაკეტები “ტუ-95”-დან.

“ასევე, არის შავი ზღვიდან გაშვება “კალიბრიდან”, გარდა ამისა – S-300. იმუშავა ასევე ბომბამშენებმა​ “Tu 22 M3”, რომლებიც “Kh-22” რაკეტებს უშვებენ. ასევე, ცაში დაფიქსირდა “MiG 31K”, “კინჟალის” (ჰიპოთეტური) მატარებელი. იყო ასევე თვითმფრინავები “სუ-35”, გაშვებულია “Kh-59”, – თქვა მან.

იგნატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა ენგელსის აეროდრომზე განლაგებული სტრატეგიული ბომბდამშენები.

მისივე თქმით, ასევე, დაფიქსირდა გაშვებები კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები