ირაკლი კობახიძე: კონკრეტული ევროპარლამენტარები არცხვენენ ევროპას – ევროპა ჩვენთვის დაკავშირებულია განსაკუთრებულ ღირებულებებთან

ძალიან მძიმე სურათი იყო, რომელიც უბრალოდ არ ეკადრება ისეთ სტრუქტურას, რომელსაც ჰქვია ევროპარლამენტი. ის სურათი რაც ვიხილეთ – ბრიფინგი, ე.წ. დებატები და ა.შ. არ ეკადრება ევროპასა და ევროპულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არცხვენენ ევროპას და მთლიანად ის პროცესი, რაც წარიმართა ევროპარლამენტში, იყო შეუფერებელი იმისთვის, რასაც ჰქვია ევროპა.

„ევროპა ჩვენთვის დაკავშირებულია განსაკუთრებულ ღირებულებებთან და ამ ღირებულებებთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა იგივე ამ რეზოლუციას, მთლიან პროცესს, რომელიც დაცლილია ამ ღირებულებებიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. რამდენიმე დღის წინ გასკდა კორუფციული სკანდალი, რომელშიც ჩართული იყო ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და ეს რეზოლუციაც არის სინამდვილეში სწორედ ამ კორუფციული პრობლემების გამოვლინება. კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ კორუფციას აქვს ბევრი გამოვლინება და მე სრული რწმენით და ლოგიკით შემიძლია გითხრათ, რომ გამორიცხულია, ამ რეზოლუციის ინიცირების და ინიციატორების უმრავლესობის უკან, არ იდგეს გარკვეული კორუფციული ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები