ირაკლი კობახიძე: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა შემახსენა ერთი რამ – რას გადავრჩით, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ის ხელისუფლება დაამთავრა

ამ კადრებმა მე პირადად შემახსენა ერთი რამ, რომ რას გადავრჩით, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ის ხელისუფლება დაამთავრა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს.

მისი თქმით, ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ „ნაცმოძრაობას“ აღარ აქვს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა.

„ამ კადრებმა მე პირადად შემახსენა ერთი რამ, რომ რას გადავრჩით, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ის ხელისუფლება დაამთავრა, რადგან იმაზე არ გაჩერდებოდნენ, რაც მათ გააკეთეს. როდესაც უყურებ ამ ფსიქოტიპს ამ კადრებში, იქ კიდევ ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ მხოლოდ 20% ჩააბარა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა რუსეთის ფედერაციას; რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლეს და არა ათასობით; რომ მხოლოდ რაღაც 10 ათასობით კაცს წაართვეს ქონება და არა ასიათასობით ადამიანს და ასე შემდეგ. მგონი, ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ 2012 წელს დამთავრდა ერთხელ და სამუდამოდ ეს უბედურება და მათ აღარ აქვთ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა.

ასევე, ჩვენ გადავრჩით მეორედ უკვე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ქვეყნის არევის კიდევ ერთი მცდელობა, როდესაც შარშან 1 ოქტომბერს შემოვიდა საქართველოში და მანდაც გადავრჩით, რადგან კაცმა არ იცის, როგორ წავიდოდა პროცესები, თეორიულად, სახელმწიფო უწყებები რომ არ ყოფილიყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და არ მოეხდინათ არჩევნების დღემდე მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება. შესაძლოა, პროცესები ყოფილიყო უმართავი, რაც იყო გეგმა „ა“ და არის გეგმა „ბ“. გეგმა „ბ“ არის ის შოუ, რასაც ვაკვირდებით ამ 400 დღის განმავლობაში. გეგმა „ა“ იყო ხელისუფლების გადატრიალება, არევა და მეორე ფრონტი იყო ამის კულმინაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები