ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები