რაში ეხმარება ოპტიმო მცირე და საშუალო ბიზნესებს?
თუ აპირებთ მაღაზიის გახსნას, ან უკვე ფლობთ სხვადასხვა ტიპის მცირე ან საშუალო ბიზნესს, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ ოპტიმოს შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ გონივრულად და მარტივად თქვენი ობიექტი. ოპტიმო მარაგებისა და გაყიდვების მართვის პროგრამაა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის, რომელიც იძლევა საშუალებას, აკონტროლოთ შესყიდვები, გაყიდვები, შემოსავალი, მოგება და ადევნოთ თვალი თქვენს ბიზნეს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ლეპტოპით ან მობილურით.
ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმო გეხმარებათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში როგორიცაა მარაგების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი, ამასთან იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას შესყიდული, გაყიდული და ნაშთში არსებული პროდუქციის შესახებ, რის მიხედვითაც შეგიძლიათ აწარმოოთ შესყიდვები საჭირო დროს საჭირო რაოდენობით.
გარდა ამისა, ოპტიმო გაწვდით ინფორმაციას იმ პროდუქციის შესახებ, რომელიც ყველაზე გაყიდვადია, ან პირიქით უჭირს რეალიზაცია. ეს კი გეხმარებათ დაგეგმოთ აქციები თუ სხვა მარკეტინგული აქტივობები. ოპტიმო ინტეგრირებულია Rs.ge-თან, რაც ამარტივებს შესყიდვის პროცესს, ახალი პროდუქციის მიღებისას მარტივად ხდება პროგრამაში ასახვა და rs.ge – ზე ზედნადებების გადატანა.
ოპტიმო გამოირჩევა სალაროს მარტივი პროგრამით, რაც მოლარეს აძლევს საშუალებას სწრაფად აწარმოოს გადახდები და თავიდან აიცილოს რიგები.
მოლარეს შეუძლია, საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში; „გაატაროს“ და მოძებნოს პროდუქტი არა მხოლოდ ერთი კომპონენტით, მაგალითად შტრიხკოდით, არამედ ფოტოთი, დასახელებით, კატეგორიით; გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება, რაც არ შექმნის დაძაბულობასა და უხერხულ სიტუაციას მომხმარებლებს შორის. თუ დაინტერესდებით ამ მოსახერხებელი პროგრამით, უნდა ეწვიოთ optimo.ge -ს, მოითხოვოთ დემო, შეავსოთ აპლიკაცია მითითებული კრიტერიუმების მიხედვით და დაელოდოთ ოპტიმოს წარმომადგენლებს, რომლებიც დაწვრილებით აგიხსნიან ყველა დეტალს, რაც ოპტიმოს გამოყენებისთვის დაგჭირდებათ. ტრენინგების შემდეგ, ნებისმიერი გაუგებრობის, თუ წარმოშობილი პრობლემის მოსაგვარებლად ოპტიმოს გუნდი მუდმივად მზადაა დახმარების გასაწევად. აღსანიშნავია, რომ ოპტიმო ბიზნეს ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას 14 დღის მანძილზე სრულიად უფასოდ გამოიყენოს პროგრამა, დატესტოს და შემდეგ დაიწყოს საქმიანი ურთიერთობა.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ ოპტიმოთი, არ გჭირდებათ დამატებითი ფინანსების მოძიება, რადგან სულ რაღაც 40 ლარია გადასახდელი ყოველთვიურად იმაში, რომ მუდმივად ხელი გედოთ თქვენი ბიზნესის მაჯისცემაზე და მართოთ ბიზნესი გონივრულად. R