84 მომხრე, ერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ნომინალური მშპ 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია.
ახალი ბიუჯეტის მიხედვით, 2023 წელს განსაზღვრული სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების მაჩვენებლები, ჯამურად, 270 მილიონი ლარით იზრდება.