დავით მათიკაშვილი: ვიდეოკადრებმა დაადასტურა, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა კანონის სრული დაცვით ხდება
მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, პატიმარ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა კანონის სრული დაცვით ხდება.
„ვიდეოკადრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ არაერთგზის ვამბობდით, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ ხდება მოპყრობა მაქსიმალურად მაღალი თამასით, კანონის სრული დაცვით, რასაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ადგილი არ აქვს იმას, რასაც რადიკალური ოპოზიცია აპელირებს, ატყუებს და ნაცარს აყრის თვალებში საზოგადოებას. პირიქით, ჩვენ ვხედავთ პროვოკაციებს, რომელებიც როგორც იქ, პალატაში ეწყობა პატიმარ სააკაშვილის მხრიდან, ასევე, მცდელობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინონ ისე, თითქოს, რაიმე სახის დარღვევას აქვს ადგილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.