“ტროას ცხენი” – აშშ-ის სენატმა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენება აუკრძალა
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს სამუშაო ტელეფონებზე ან სხვა მოწყობილობებზე TikTok-ის აპლიკაციის დაყენებას უკრძალავს.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
შემდეგი ნაბიჯი პროექტის წარმომადგენელთა პალატაში განხილვაა.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ თავად აპლიკაცია და დეველოპერი კომპანია – ByteDance Ltd ჩინურია და შესაძლოა, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ჩინეთის ხელისუფლებისთვის.
“ეს აპლიკაცია არის ,,ტროას ცხენი,, ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის. ეს არის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკი, ასე რომ, სანამ აპლიკაცია იქნება დაკავშირებული ჩინეთთან, ის არ უნდა იყოს მთავრობის ოფიციალური პირების მოწყობილობებზე”, – თქვა პროექტის ინიციატორმა სენატორმა, ჯოშომ ჰაულიმ.
პროექტი ითვალისწინებს გამონაკლისებს – უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებითვისს, პოლიციელებისთვის და სხვა.
ნოემბერში FBI-მ შიდა უსაფრთხოების კომიტეტს აცნობა, რომ ჩინეთს შეუძლია, TikTok და მისი მონაცემები გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის, როგორიცაა ალგორითმების გამოყენება მომხმარებელზე გავლენის განსახორციელებლად, რადგან ჩინური კომპანიები იძულებულნი არიან, თავიანთი მთავრობის ნებისმიერ მოთხოვნას დაეთანხმონ.