აშშ-ში შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრები გრძელდება
შრომითი ურთიერთობების რეგულირების მექანიზმები და საერთაშორისოდ არსებული პრაქტიკა იყო მთავარი განსახილველი თემა ინდუსტრიული ორგანიზაციების, შრომის კონგრესის ამერიკული ფედერაციის # TexasAFLCIO პრეზიდენტ რიკ ლევისსა და კომუნიკაციების დირექტორ ედ სილსთან შეხვედრისას. მხარეებმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი თემები და გამოწვევები, რაც შრომითი ურთიერთობების სფეროში არსებობს. ამერიკელმა კოლეგებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.
შეხვედრები ასევე შედგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრაციის (OSHA) რეგიონულ წარმომადგენლებთან, სამართალდამცავთა პროფკავშირის (CLEAT), თანაბარი სამართლიანობის ცენტრისა (EJC) და ტეხასის სამუშაო ძალის კომისიის (TWC) წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები შრომითი ურთიერთობებისა და უფლებების თემაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციასთან.
დელეგაციის წევრები არიან: შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი – ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე – ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შრომითი ურთიერთობებისა და უფლებები თემაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებს ხვდებიან.
ტეხასის შტატში, შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის – შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში.