„საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“ – გამოფენა გაიხსნება

14 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა – „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიცია, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება, ასახავს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე.
ექსპონატებს შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ში საქართველოში საელჩოსა და სხვა ორგანიზაციებში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რომელიც წარმოაჩენს აშშ­-ისა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივ და მრავალფეროვან ისტორიას და ხაზს უსვამს ამ ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და აშშ-ის საელჩო საქართველოში.
გამოფენის კურატორები: სოფიო ჯობავა, რაიან შერმანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები