პრეზიდენტმა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი, სიკვდილის შემდეგ, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

განათლების ერთიანი ევროპული სისტემის ერთ-ერთი ავტორი და ფუძემდებელი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის დამაარსებელი, მიხეილ მუსხელიშვილი ევროგაერთიანების იდეის შექმნისა და განხორციელების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პირველი „ქართულ-ევროპული მოძრაობის“ დაარსებისა და ევროპულ უნივერსიტეტებში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კვლევების განხორციელებისათვის დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენი მისი ძმის შვილიშვილს, ვახტანგ მუსხელიშვილს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეულ მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მიხეილ მუსხელიშვილის ღვაწლზე ისაუბრა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები