პარლამენტმა „მიკრო ბანკების საქმიანობის” შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა

????????????????????????????????????

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით, განიხილა „მიკრო ბანკების შესახებ” კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით წესრიგდება მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზირებასთან, მიკრო ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან, საკუთრების უფლებასთან და მართვასთან, საოპერაციო მოთხოვნებთან, საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომებთან და სანქციებთან დაკავშირებული საკითხები.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ახალი ფინანსური ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება ბანკსა და მიკროსაფინანსოს შორის. საკანონმდებლო პაკეტში ოცზე მეტი კანონპროექტია. კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები